“შავი ლომი” | დავით აბდუშელიშვილი – თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომი' ადგილობრივ ‘ჩიტასთან' 26 ოქტომბერს გასამართი მეორე შეხვედრისთვის ემზადება.
ბლუმფონტეინის „ტოიოტა სთედიუმზე“ ჩვენმა გუნდმა მასპინძლებს პირველ მატჩში 39:38 სძლია. ‘შავი ლომის' ექვსი ლელოდან ორი ბურჯის, დავით აბდუშელიშვილის ანგარიშზე იყო. ის საიმედოდ იდგა შერკინებებში, თავდაუზოგავად მუშაობდა მოლებსა და რაქეში და შეტევაში ბურთი მძლავრად მიჰქონდა.
შედეგად, დათო აბდუშელიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა:
„ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ და საქართველოს ეროვნული გუნდისთვის (ზაფხულში ‘ჩიტასმა' ბორჯღალოსნებს 24:20 სძლია) რევანში ავიღეთ. ეს იყო ფიზიკური თამაში, რომელშიც ორივე გუნდი ბრძოლაში ბოლომდე დარჩა და უძლიერესმა გაიმარჯვა. გამარჯვება ჩვენმა ძლიერმა მხარეებმა განაპირობა – შერკინებამ, მოლმა, კონტაქტის არემ. თუმცა კარგად გავისარჯეთ ღია თამი და ყველაზე დასამახსოვრებელი მეოთხე ლელო აღმოჩნდა, რომლის დროსაც ძალიან ბევრი ოფლოუდი გაკეთდა“.
„ეს თამაშები ჩელენჯ თასისთვის მზადებას ემსახურება და როგორც იტალიური, ასევე სამხრეთ აფრიკული გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება. მჯერა ჩელენჯ თასზეც არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი გვექნება“.
„საუკეთესო მოთამაშედ დასახელება ამაღელვებელი მომენტი იყო. ისეთი დონის გუნდთან, როგორიც ‘ჩიტასია', ორი ძალისმიერი ლელოს გატანა მარტივი არაა, თუმცა ეს თანაგუნდელების დახმარებით მოვახერხე. მათ გარეშე ვერც ლელოებს გავიტანდი და ვერც საუკეთესო მოთამაშე გავხდებოდი“.
„მეორე თამაშისთვის ‘ჩიტასი' განსაკუთრებულად ემზადება. მათ რევანში წყურიათ და დარწმუნებული ვარ უფრო აფრესიულ თამაშს შემოგვთავაზებენ. ჩვენც შესაბამისი განწყობა გვაქვს, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ და იმედია გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გავახარებთ“.
26 ოქტომბერს ‘ჩიტასისა' და ‘შავი ლომის' შეხვედრა საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.
Rugby.ge
“შავი ლომი” | არის რევანში – “ჩიტასი” დამარცხებულია
“შავი ლომი” | ქოქრილმა “ჩიტასთან” პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
“შავი ლომი” | “ჩიტასთან” ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
“შავი ლომი” | ქოქრილმა “ჩიტასთან” პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი – ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
“შავი ლომი” – სამხრეთ აფრიკაში “ჩიტასთან” ორი ტესტისთვის
“შავი ლომი” | არის რევანში – “ჩიტასი” დამარცხებულია
“შავი ლომი” | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით