ნავთობის ტანკერები იცვლიან სახელებს, დროშებს, აყალბებენ სიგნალს… – როგორ იქცა ფარულ საზღვაო „დერჟავად“ და კიდევ ვინ დგანან „ჩრდილოვანი ფლოტის“ უკან?

ნავთობის ტანკერები იცვლიან სახელებს, დროშებს, აყალბებენ სიგნალს… – როგორ იქცა ფარულ საზღვაო „დერჟავად“ და კიდევ ვინ დგანან „ჩრდილოვანი ფლოტის“ უკან?
ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თი ჩრდი­ლო­ვან სა­ზღვაო “დერ­ჟა­ვად” გა­და­იქ­ცა. ჟან­გი­ა­ნი ტან­კე­რე­ბი ცუ­რა­ვენ უც­ნა­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დრო­შე­ბის ქვეშ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს აგ­რე­სორ ქვე­ყა­ნას, გვერ­დი აუ­ა­როს და­სავ­ლურ სან­ქცი­ებს, რაც უკ­რა­ი­ნის ომის გამო რუ­სულ ნავ­თობ­ზე და­წეს­და. ეს არ­მა­და თვალ­სა­ჩი­ნოდ იზ­რდე­ბა და დღეს იგი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ რუ­სე­თის მთა­ვა­რი სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ტის ფა­რუ­ლად გა­და­სა­ზი­დად, არა­მედ ევ­რო­პის წი­ნა­აღ­მდეგ დი­ვერ­სი­ე­ბი­სა და ჰიბ­რი­დუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვი­საც.
ექ­სპერ­ტე­ბის თქმით,”ჩრდი­ლო­ვა­ნი ფლო­ტი“ მხო­ლოდ და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბულ ნავ­თო­ბის სან­ქცი­ე­ბის ეფექტს არ ამ­ცი­რებს, ის მო­მა­ვალ­ში საფრ­თხეს უქ­მნის მთელ გლო­ბა­ლურ სა­ზღვაო გა­და­ზიდ­ვებს, ვაჭ­რო­ბა­სა და პლა­ნე­ტის ეკო­ლო­გი­ა­საც. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, თუნ­დაც ომი და სან­ქცი­ე­ბი დას­რულ­დეს, ჩრდი­ლო­ვა­ნი ტან­კე­რე­ბის ეს ფლო­ტი არ­სად გაქ­რე­ბა.
· რა არის “ჩრდი­ლო­ვა­ნი ფლო­ტი”, რა მას­შტა­ბის პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მის წი­ნა­აღ­მდეგ რამე გა­კეთ­დეს? – ამ სა­კი­თხზე bbc- ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ას გთა­ვა­ზობთ.
“ჩრდი­ლო­ვან ფლოტს“ უწო­დე­ბენ რუ­სე­თის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ტან­კე­რებს, რომ­ლი­თაც კრემ­ლი და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლას და სა­ქონ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბის და­მალ­ვას ცდი­ლობს.