Reuters – -ის სანქციების გამო ჩინეთისა და ინდოეთის ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის ყიდვას წყვეტენ

აშშ-ის სანქციების გამო ჩინეთის მთავარი სახელმწიფო ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის ყიდვას წყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც -მა სანქციები შემოიღო ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანიის – “როსნეფტისა” და “ლუკოილის” წინააღმდეგ, ჩინეთის მთავარმა სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა შეწყვიტეს რუსული ნავთობის ყიდვა.
წყაროების ცნობით, ჩინური სახელმწიფო ნავთობკომპანიები – PetroChina, Sinopec, CNOOC და Zhenhua Oil როგორც მინიმუმ უახლოეს მომავალში თავს აარიდებენ ზღვით რუსული ნავთობის ყიდვას სანქციების გამო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთამდე ინდოეთმა – ზღვით რუსული ნავთობის მთავარმა მყიდველმა – შეწყვიტა რუსული ნავთობის ყიდვა ამერიკული სანქციების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”