მიხეილ ყაველაშვილმა მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შვილი, გიორგი ხოსროშვილი შეიწყალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობის შვილი, ხატია ხოსროშვილი წერს.
ხატია ხოსროშვილი მადლობას უხდის მიხეილ ყაველაშვილს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
„არ ვიცოდით დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ.
დავინახეთ – როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად.
დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა ისურვებდა.
მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო.
ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა“, – წერს ის.




