ნიკოლაი ბელიკოვს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა – სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხდება მისი დეპორტაცია და 2 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს ნიკოლაი ბელიკოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი დეპორტაცია მოხდება და 2 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსვლა აეკრძალება.
ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლაი ბელიკოვი რუსეთის მოქალაქეა.
შსს მას რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)