მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა – ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
„მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც იტალიაში გაიმართა. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროს განვითარება მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ აჭარის მთავრობის წევრები, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე.
World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.