„შემოღების დღიდან, ჩვენი საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს“

„შემოღების დღიდან, ჩვენი საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს. პრაქტიკულად, 3 წელია, არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბრიტანეთის და -ის მიერ ნავთობკომპანია „ლუკოილისთვის“ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ -მ ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს და ყველა მის შვილობილ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. სანქცირებულებს შორისაა, ავსტრიაში რეგისტრირებული კომპანია LUKOIL International GmbH-ი, რომელიც “ლუკოილ ჯორჯიას” 100%-ს ფლობს. თავად ავსტრიული კომპანიის მფლობელი კი რუსული „ლუკოილია“. შესაბამისად, ფინანსური სანქციები კომპანიის ქართულ შვილობილზეც ვრცელდება.
ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი სასანქციო პირობების დაცვის რეჟიმში დარჩება.
“საერთაშორისო სანქციების შემოღების დღიდან, ჩვენი საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს. უკვე 3 წელია ჩვენ არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ჩვენი საფინანსო სექტორი და რეგულატორი ვიმოქმედებთ შესაბამისად, შევისწავლით, ვნახავთ. რასაკვირველია, სანქციების რეჟიმის დაცვა ეს არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები დღემდე. ამ თვალსაზრისით რაიმე გართულება არ იქნება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.