ვიქტორ ორბანი – ბრიუსელი უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს – მთავრობის შეცვლის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერას ნიშნავს

ჩვენ უკრაინისთვის არ დავიხოცებით, მაგრამ უნგრეთისთვის ვიცოცხლებთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, „მშვიდობის მარშზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინელები უნგრელებს ცუდად მოექცნენ. ამის მიუხედავად, უნგრეთი მათ მშვიდობის მისაღწევად ეხმარება, რადგან ამას ქრისტიანული მორალი და საღი აზრი მოითხოვს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისი თქმით, „ -ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ში ომი არ დაიწყებოდა და მას ხელს რომ არ უშლიდნენ, ის მშვიდობას დაამყარებდა“.
ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ „ბრიუსელი ალიანსებისა და ეკონომიკური ზეწოლის მეშვეობით უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს“.
„ევროკავშირმა შექმნა საკუთარი ომის კოალიცია და ს იარაღსა და ფულს უგზავნის. უნგრეთი ომში მონაწილეობას არ მიიღებს. მთავრობის შეცვლის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერას ნიშნავს. 2026 წლის გადამწყვეტი მომენტი იქნება“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.