არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს – გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქოს სასამართლომ მიიღო.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 23 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”- წერს უწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი