პუტინმა სა და საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებების ელჩი, ნიკოლაი უდოვიჩენკო, სა და დსთ-ის მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. შესაბამისი დადგენილება გამოქვეყნებულია რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე.
დოკუმენტის მიხედვით, უდოვიჩენკო იმუშავებს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე არა მხოლოდ დსთ-ის ქვეყნებთან, არამედ ასევე – “სა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან”.
მოსკოვმა თბილისისგან უკვე მრავალჯერ მოითხოვა, იმუშაონ “სა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან საზღვრის დელიმიტაციის მიმართულებით”.