ნავთობის ფასები 5%-ზე მეტით გაიზარდა

ნავთობის ფასები ხუთშაბათს ვაჭრობის დროს მკვეთრად გაიზარდა და უკვე 5%-ს აჭარბებს ვაშინგტონის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების ფონზე.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე 65.97 დოლარი შეადგინა, რაც წინა სავაჭრო სესიის დახურვასთან შედარებით 3.38 დოლარით (5.4%-ით) მეტია.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაზე WTI ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები ამ დროისთვის 3.29 დოლარით (5.62%-ით) გაიზარდა და ბარელზე 61.79 დოლარი შეადგინა.