„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ივანიშვილ-კობახიძის პოლიციურმა რეჟიმმა ძალადობის ახალი მექანიზმი აამუშავა და მასობრივ დაჭერებზე გადავიდა, ეს არის ავტოკრატიული მმართველობის სამარცხვინო სახე – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ რეჟიმის ტყვეებს

ივანიშვილ-კობახიძის პოლიციურმა რეჟიმმა საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის ჩასახშობად და შიშის დასანერგად ძალადობის ახალი მექანიზმი აამუშავა და ყოველდღიურ, მასობრივ დაჭერებზე გადავიდა – „ძლიერი საქართველო-ლელო“ ყოველთვის მხარს უჭერდა და იდგა საპროტესტო საზოგადოების გვერდით და დღესაც სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რეჟიმის ტყვეებს!,- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პარტიაში აცხადებენ, „ქართული ოცნების“ ქმედებები „არის ავტოკრატიული და რეპრესიული მმართველობის სამარცხვინო სახე, რომლის ყოველდღიურად გამოჩენასაც „ოცნება” აღარ ერიდება”.
„ივანიშვილ-კობახიძის პოლიციურმა რეჟიმმა საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის ჩასახშობად და შიშის დასანერგად ძალადობის ახალი მექანიზმი აამუშავა და ყოველდღიურ, მასობრივ დაჭერებზე გადავიდა.
ეს არის ავტოკრატიული და რეპრესიული მმართველობის სამარცხვინო სახე, რომლის ყოველდღიურად გამოჩენასაც “ქართული ოცნება” აღარ ერიდება.
რეჟიმმა პოლიტიკურ ოპონენტებსა და საპროტესტო საზოგადოებას წესების გარეშე ბრძოლა გამოუცხადა და ადამიანებისთვის კონსტიტუციური უფლების შელახვის და ძალადობის გზით ცდილობს თავისუფალი აზრის ჩახშობას. ის იმდენად აპათიურ მდგომარეობაშია, რომ თვითაღიარებულ პრემიერ-მინისტრს სიხარულისთვის ისიც კი ჰყოფნის, დაკავებების და პოლიციური ოპერაციის ფონზე თქვას, რომ „უწყვეტი პროტესტის 329-ე დღეს რუსთაველი ვერ გადაიკეტა!”
ამ “სიხარულისთვის” “ოცნების” ახალმა კომენდანტმა სახე დააკარგვინა და ღირსება შეულახა ქართულ პოლიციას, რომელიც დღეს უკანონო დავალებების შემსრულებელ შეიარაღებულ ბანდად აქცია და ადამიანების დევნასთან ერთად რესპირატორული პირბადეების “დაკავება” დაავალა.
ღირსებაშელახული “სამართალდამცველების” პირისპირ ჩვენ ვხედავთ პატრიოტ, უშიშარ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც არანაირ ზეწოლას არ ექვემდებარებიან და თავგანწირვით იბრძვიან თავისუფლებისთვის, რისთვისაც უაპელაციო მხარდაჭერას და დახმარებას იმსახურებენ.
„ძლიერი საქართველო-ლელო“ ყოველთვის მხარს უჭერდა და იდგა საპროტესტო საზოგადოების გვერდით და დღესაც სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რეჟიმის ტყვეებს!“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა