მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

მიმდინარე კვირაში საქართველოში დათბება. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ დეპარტამენტში მიაწოდეს.
უწყების ინფორმაციით, 15-16 იანვარს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, თუმცა უამინდობა მხოლოდ ერთი დღით გაგრძელდება და 18 იანვრის დილის საათებიდან 20 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში, 15 იანვარს ჰაერი 5-7 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კვლავ მოსალოდნელია -1 -3 გრადუსი ყინვა. 16 იანვარს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 1-3 გრადუსი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეებშიც თბილისში დღის განმავლობაში 9-11 გრადუსი ტემპერატურა შენარჩუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი