რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ საქაშეთს ეწვივნენ, სადაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 94 ოჯახია ჩასახლებული.
ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლები ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება, 25 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს დევნილ მოსახლეობას.
„აქციას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა გაწეული დახმარებისათვის აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა
აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა