ჩინეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და “შანდონგ ტაიშანის” 32 წლის ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ბომბარდირობისთვის იბრძვის. ჩვენებური “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში 22 ზუსტი დარტყმით პირველ ადგილზე იმყოფება, 2-3 ადგილებს კი 21 გოლით “ბეიჯინგის” ანგოლელი ფორვარდი ფაბიო აბრეუ და “შანხაი პორტის” ბრაზილიელი თავდამსხმელი ლეონარდო იყოფენ.
ქართველს შეეძლო ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურებულიყო, მაგრამ მან ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ჟეჯიანგს” პენალტის ნიშნულიდან ვერ გაუტანა, მატჩი კი ფრედ, 2:2 დასრულდა.
საინტერესოა, რომ სწორედ “ჟეჯიანგი” შესაძლოა, იყოს სწორედ ყაზაიშვილის მომდევნო გუნდი. ვაკოს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. ჩინური 163.com წერს, რომ ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ჩვენებურმა აგენტად ჩინელი ჯინ ჩანგი აიყვანა, თუმცა შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.
ჟურნალისტი მიაო იუანი ავრცელებს ცნობას, რომ “შანდონგთან” მოლაპარაკებების პარარელურად, ჩანგი ყაზაიშვილისთვის ახალ კლუბსაც ეძებს და ერთ-ერთად სწორედ “ჟეჯიანგის” ვარიანტი აქვს.
ორივე მხარეს დაახლოებით ერთნაირი შეთავაზება აქვს. გრძელი კონტრაქტი დაბალი ხელფასით, ან მცირე კონტრაქტი მაღალი ხელფასით. შეიცვლის თუ არა ქართველი გუნდს ამას სეზონის დასრულების შემდეგ გავიგებთ.
აქვე გეტყვით, რომ ვაკოს ამჟამინდელი კლუბი “შანდონგი” ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 44 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, რაც შეეხება “ჟეჯიანგს”, გუნდს 40 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.
[VIDEO] სასიამოვნო კადრები – როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი “ვილიარეალი” სიტის” მატჩამდე
“სპორტინგმა” ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო – “რეალმა” “იუვენტუსი” ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ – მამარდაშვილის “ლივერპულმა” “აინტრახტი” დაჯაბნა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია – ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას “რეალთან” ერთად ეცდება – ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში…
[VIDEO] “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა – ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე – მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა… [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში