ს სურს შვედეთისგან 150 ავიაგამანადგურებელი იყიდოს რუსეთის ფულით

ოთხშაბათს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ს შეუძლია შვედეთისგან 150-მდე Gripen-ის გამანადგურებელი თვითმფრინავი შეიძინოს, რომლის საფასურიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს.
უკრაინას უკვე ოპერირებს -ში წარმოებული F-16 და საფრანგეთში წარმოებული Mirage 2000 გამანადგურებლებით.
თუმცა, Gripen-ი უკრაინის საბრძოლო პირობებისთვის შეიძლება უფრო პრაქტიკული იყოს, რადგან მას შეუძლია სამოქალაქო გზებიდან აფრენაც და დაფრენაც. ანუ მათი გამოყენება აეროდრომების მიღმაც შეიძლება.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა, განაცხადა, რომ შესყიდვის დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს მოკავშირე ქვეყნების მიერ გაყინული რუსული აქტივებიდან.
„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ წინ გრძელი გზაა… მაგრამ დღეიდან ჩვენ ვალდებულნი ვართ შევისწავლოთ ყველა შესაძლებლობა, რათა მომავალში უკრაინას Gripen-ის დიდი რაოდენობით გამანადგურებლები მივაწოდოთ“.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ, განაცხადა, რომ მისი სამხედროები მომავალ წელს Gripen-ის გამანადგურებლების მიღებას და გამოყენებას გეგმავენ და დასძინა: „ჩვენი არმიისთვის Gripen-ები პრიორიტეტულია. საქმე ფულსა და მანევრებს ეხება“.
საჰაერო ომის ინგლისელმა ექსპერტმა, ჯასტინ ბრონკმა, განაცხადა, რომ Gripen E „ჰიპოთეტურად წარმოადგენს მნიშვნელოვნად უფრო ქმედით საშუალო წონის გამანადგურებელს, ვიდრე უკრაინის არსებული ფლოტი, მისი რადარის, შიდა ელექტრონული საბრძოლო სისტემების და ჰაერი-ჰაერი ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტრანსპორტირებისა და გაშვების შესაძლებლობის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ