გერმანია ამაღლობელის გათავისუფლებს მოითხოვს – „ოცნების“ მაღალჩინოსნები კი მას „მტრობაში“ ადანაშაულებენ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, საქართველომ გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, რომელსაც გუშინ, 22 ოქტომბერს, სახაროვის პრემია გადაეცა.
„ევროპარლამენტის მიერ გამოხატვის თავისუფლებისთვის დაწესებული სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებულები. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში.
უფრო ადრე, სანამ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვდა, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი ქალი „მტრობაში“ დაადანაშაულეს.
„სახაროვის სახელობის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება. ამ ფაქტის ნამდვილი ირონიაც ამაშია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრის, სახაროვის სახელობის პრიზი გადაეცემა აქტივისტს, რომელმაც სწორედ ქართულ სახელმწიფოზე მიიტანა იერიში“, – განაცხადა სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს „უცხოური აგენტი“ უწოდა მ, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა:
„ამაღლობელმა შეასრულა დავალება. პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაცებს უფასებენ საკუთარ მცდელობას, ეს არის რეალურად რასაც ვხედავთ. ეს არის რადიკალიზმის, კრიმინალის წახალისება, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე ასეთი ფაქტები არავის უკვირს“.
გუშინ, 22 ოქტომბერს, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა – ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო. მასთან ერთად ეს ჯილდო გადაეცა ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც.
სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 22 ოქტომბერს სტრასბურგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა.
სახაროვის პრემია “აზრის თავისუფლებისთვის” 1988 წელს დაარსდა, რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად და შემდეგ ევროპარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა.

ამ ჯილდოს მიზანია დააჯილდოოს ადამიანები, ჯგუფები ან ორგანიზაციები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ადამიანის უფლებების დაცვისა და აზრის თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვრიდან პატიმრობაშია – მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ს საქალაქო სასამართლომ. ის პროევროპულ დემონსტრაციაზე დააკავეს.