თაზო დათუნაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის არდაჭერა ადასტურებს, რომ ამ სპექტაკლისეულ პროცესს მიზნად კორუფციასთან ბრძოლა არ აქვს – თვალყურს ვადევნებთ „ოცნების“ ერთი „კლანის“ მეორე „კლანზე“ გამარჯვების პროცესს

ირაკლი ღარიბაშვილის არდაჭერა ადასტურებს, რომ ამ სპექტაკლისეულ პროცესს სინამდვილეში მიზნად არავითარ შემთხვევაში არ აქვს კორუფციასთან ბრძოლა – თვალყურს ვადევნებთ „ოცნების“ ერთი „კლანის“ მეორე „კლანზე“ გამარჯვების პროცესს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინდულგენციებს ყიდულობს.
„ირაკლი ღარიბაშვილის არდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ რაღაც სპექტაკლისეულ პროცესს სინამდვილეში მიზნად არავითარ შემთხვევაში არ აქვს კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც ენდემური სისტემური და ორგანული ნაწილია „ქართული ოცნების“ მმართველობის სისტემის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ „ოცნების“ ერთი „კლანის“ მეორე „კლანზე“ გამარჯვების პროცესს და ახლა, სავარაუდოდ, რაღაც ინდულგენციებს ყიდულობს ღარიბაშვილი კონკრეტულ თანხებად და კონკრეტულ ქონებად,“ – განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამასთან, როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი

გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ