Cryptal-ზე XAUt Tether Gold გამოჩნდა – ოქრო და კრიპტო ერთად!
Tether Gold (XAUT) უკვე ოფიციალურად Cryptal-ზეა! ამ სიახლით კი, კიდევ უფრო გაიზარდა იმ სანდო კრიპტო აქტივების ჩამონათვალი, რომლებიც პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.
როგორც საქართველოს წამყვანი კრიპტო ბირჟა, Cryptal აგრძელებს მომხმარებლებისთვის მაღალი სანდოობის მქონე საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზებას, რომლებიც აერთიანებენ ტრადიციულ ფინანსურ და ციფრული აქტივების სამყაროებს.
Tether Gold-ის გამოჩენა კი, წარმოადგენს ახალ ეტაპს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ერთდროულად ეძებენ სტაბილურობასა და მოქნილობას. ახლად დამატებული ტოკენი თავის თავში აერთიანებს ღირებულების შენახვის მსოფლიოში უძველეს საშუალება ოქროსა და თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვან ფინანსურ მონაპოვარს – კრიპტოს.
სიახლე კარგად ასახავს Cryptal -ის მისიას, მიაწოდოს ინოვაციური და გლობალურად აღიარებული აქტივები მარტივად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს.
რატომ იზრდება მოთხოვნა ოქროზე?
თანამედროვე ფინანსურ გარემოში სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ფასების დრამატული ცვლილებებისგან თავის დასაცავად, ადამიანები შესაბამის ბერკეტებს ეძებენ. სწორედ ასეთი აქტივია ოქრო, რომელშიც ინვესტირებას სტაბილურობის შესანარჩუნებლად ქვეყნები და სახელმწიფოებიც კი, ახორციელებენ.
ოქროს ფასმა ბოლო კვირების განმავლობაში დიდი ზრდა აჩვენა და საბოლოოდ, ისტორიულ მაქსიმუმსაც კი მიაღწია. აქტივის ღირებულება ზრდას კვლავაც განაგრძობს და უამრავი ადამიანიც დაინტერესდა მისი შეძენით.
მაგრამ, ოქროს ყიდვა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის რთულია იმის გაგება, თუ სად და როგორ იყიდონ ოქრო ან რამდენად რეალური იქნება ის, რათა არ მოტყუვდნენ ხარისხსა და სხვა ნიუანსებში.
კრიპტო ოქრო, ანუ XAUt ყველა ამ პრობლემას მარტივად აგვარებს. Cryptal-ზე ადამიანებს Tether Gold-ის ყიდვა ან გაყიდვა მარტივად, ნებისმიერ დროს, რამოდენიმე კლიკით ონლაინ შეუძლიათ, თანაც მათთვის სასურველი რაოდენობით. მისი შენახვა კი, პირდაპირ კრიპტო საფულეში, ციფრულად არის შესაძლებელი და არ გჭირდება მისი ფიზიკურად ფლობა.
რა არის კრიპტო ოქრო ანუ Tether Gold (XAUt)?
Tether Gold (XAUt) არის იმგვარი კრიპტო აქტივი, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ფიზიკური ნივთის ღირებულებასა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას – ოქროსა და კრიპტოს. ყოველი XAUt ტოკენი წარმოადგენს რეალური ოქროს მფლობელობის დამადასტურებელ მოწმობას, რომელიც შვეიცარულ საცავში, Tether-ის ზედამხედველობით უსაფრთხოდ ინახება.
ოქროს ტრადიციული საინვესტიციო ხასიათისგან განსხვავებით, Tether Gold მომხმარებლებს შუამავლებისა და დამატებით მოწყობილობების გარეშე, პირდაპირ განკარგვის უფლებას ანიჭებს – ყიდვა, გაყიდვა ან საფულეში შენახვა.
მისი სტრუქტურა აერთიანებს ორ სამყაროს – ოქროს სტაბილურობა & უსაფრთხოება და დეცენტრალიზებული ფინანსების მოქნილობა.
მომავალზე ორიენტირებული ინვესტორები და კრიპტოს ყიდვის მსურველები, რომლებიც ერთდორულად ეძებენ სტაბილურობასა და ლიკვიდურობას, Tether Gold-ისა და Cryptal-ის წყალობით სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძენენ.
რა უპირატესობები აქვს Tether Gold?
თანამედროვე არასტაბილურ ფინანსურ გარემოში, Tether Gold (XAUT) მომხმარებლებს საკუთარი ფინანსების დაცვისა და გაზრდის კარგ შესაძლებლობას სთავაზობს. ტოკენი, რომლის ღირებულებაც პირდაპირ ოქროთია გამყარებული, აერთიანებს სანდოობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას.
· სტაბილური ღირებულება: თითოეული ტოკენი გამყარებულია რეალური ოქროთი, რაც აქტივს მერყევ ფინანსურ ბაზარზე ღირებულების შენარჩუნებაში ეხმარება.
· ლიკვიდურობა: რეალური ოქროსაგან განსხვავებით, კრიპტოს გაყიდვა ბევრად მარტივად და სწრაფად შეიძლება.
· ინფლაციისგან დაცვა: ოქროს წყალობით, კრიპტო ინფლაციისგან და გაუფასურებისგან დაცვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.
· 24/7 ხელმისაწვდომობა: ტოკენის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისით ვაჭრობა ნებისმიერ დროს. ტრადიციული სავაჭრო ბირჟებისგან განსხვავებით, ისეთი პლატფორმა, როგორიც კრიპტალია, მუდმივად ხელმისაწვდომია.
· პორტფელის დივერსიფიკაცია: სტაბილურობისა და ციფრული მოქნილობის წყალობით ამცირებს საინვესტიციო რისკებს.
· მოქნილობა: ნამდვილი ოქროსგან განსხვავებით, შეგიძლია ნებისმიერი რაოდენობის ოქროს ტოკენი იყიდო, იქნება ის 5 ლარის ღირებულების თუ – 10,000 ლარის.
· გამჭვირვალობა: ტოკენების უკან არსებული რეალური ოქრო შვეიცარიაში, დაცულ ადგილას რეზერვების სახით ინახება და მფლობელებს სრულ გამჭვირვალობას სთავაზობს.
Tether Gold-ის ბუნება აერთიანებს ღირებულების შენახვის ოქროს საუკუნოვან ტრადიციას და თანამედროვე ფინანსურ ტექნოლოგიებს, ამით კი ქმნის მომხმარებლებზე მაქსიმალურად მორგებულ ალტერნატივას.
რას ნიშნავს Cryptal-ზე Tehter Gold-ის გამოჩენა მომხმარებლებისთვის?
Tether Gold (XAUT)-ის Cryptal-ზე გამოჩენა წარმოადგენს ახალ ეტაპს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ როგორც სტაბილურობას, ისე ინოვაციას. ამ სიახლით, მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ, გაყიდონ და ივაჭრონ XAUt ტოკენით ისეთ პოპულარულ აქტივებთან ერთად, როგორიც არის ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), USDT და სხვები.
Tether Gold-ის პლატფორმაზე გამოჩენა კი, აფართოებს კრიპტალის მისიას, უზრუნველყოს კრიპტო აქტივების პოპულარიზაცია და მათზე წვდომა მაქსიმალურად გაამარტივოს, როგორც ინდივიდუალურად, კრიპტოს ყიდვის სურვილის მქონე ადამიანებისთვის, ისე ინსტიტუციური ინვესტორებისათვის.
მომხმარებლებს Cryptal-ის დახმარებით მარტივად შეუძლიათ მართონ თავიანთი ინვესტიცია & ციფრული აქტივები და გადაცვალონ ისინი ლარში (GEL), ა.შ.შ. დოლარსა (USD) და ევროში (EUR).
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
Cryptal-ზე სასურველი კრიპტოს ყიდვა ძალიან მარტივია და მომხმარებლის გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს.
· გაიარე რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
· აირჩიე ყიდვის სასურველი მეთოდი:- კონვერტაცია- ბირჟა- პირდაპირ ბარათით
· აირჩიე კრიპტო – Tether Gold (XAUT)
· მიუთითე სასურველი რაოდენობა
· დაკლიკე ყიდვა-ს
სასურველი ციფრული აქტივის შეძენა შესაძლებელია როგორც კრიპტალის ვებ-გვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android მოწყობილობებზე.
კრიპტო ოქრო უკვე Cryptal-ზეა!
Cryptal-ზე კრიპტო ოქროს გამოჩენა ხაზს უსვამს მზარდ ტენდენციას, რომელიც სტაბილური აქტივებით დაინტერესებაზე მეტყველებს. გლობალური ფინანსური ბაზრების განვითარების პარალელურად, ინვესტორები სულ უფრო მეტად ეძებენ ინსტრუმენტებს, რომლებიც ინარჩუნებენ ღირებულებას და არ კარგავენ მოქნილობას, სწორედ ამის შეთავაზება შეუძლია Tether Gold -ს.
ინოვაციური ციფრული აქტივის გამოჩენით კი, Cryptal კვლავაც ინარჩუნებს საქართველოს კრიპტო სივრცეში ლიდერობას, სადაც უსაფრთხოება, ტექნოლოგია და ხელმისაწვდომობა ერთ სივრცეში იყრის თავს.
საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია, გრძელვადიანი ინვესტირება თუ უბრალოდ ახალი კრიპტოს ყიდვის სურვილი, Tether Gold მომხმარებლებს სთავაზობს დამატებით ალტერნატივას!
