კომენტარს არ აკეთებს ღარიბაშვილის შესახებ: ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია

„ქართული ოცნების“ მთავრობის მოქმედი პრემიერ-მინისტრი არ აკეთებს კომენტარს თავისი წინამორბედის, ს სავარაუდო კორუფციაში მონაწილეობის შესახებ. ჟურნალისტებს, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ, მან უპასუხა, რომ ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია.
„მე ამ თემასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს. ადამიანურად ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება. ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები.
[სახელმწიფოს რა პასუხი აქვს] ეგ თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებებს… არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას…“ – თქვა მ ღარიბაშვილზე საუბრისას.
გუშინ, 22 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ თქვა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა.
„მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – თქვეს სუსში.
უკანონო შემოსავლებთან კავშირში რამდენიმე დღის წინ დასახელდა.
17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სამი ყოფილი მაღალჩინოსნის – ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის – საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს „სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.
მეორე დღეს, 18 ოქტომბერს კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა.
ყოფილი მაღალჩინოსნების (ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის) დაკავების შემდეგ მედია მუდმივად სვამდა კითხვებს, მიდიოდა თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სუსის ყოფილ ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. ამაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი პასუხს არ სცემდა.
· ოთარ ფარცხალაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იკავებდა – 2023 წლის 21 ნოემბერს დანიშნული გენერალური პროკურორი 30 დეკემბერს გადადგა. ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა (სთვის უკრაინის ომში მხარდაჭერის გამო) და -ის („ს მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“) მიერ.
· ირაკლი ღარიბაშვილი 2024 წლის 29 იანვარს გადადგა. მის შემცვლელად კი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
· სუსის ხელმძღვანელის თანამდებობა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმდინარე წლის 2 აპრილს დატოვა. თავდაპირველად ითქვა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად ნიშნავდნენ, 4 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.