ეროვნული ბანკის წარმომადგენელი – ციფრული ლარის ტესტირება შეზღუდულ გარემოში დასრულებულია, ჩვენ ამ ტესტირების ფაზიდან პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ – შეიძლება ციფრული ლარი აღარც დაინერგოს

ციფრული ლარის ტესტირება შეზღუდულ გარემოში დასრულებულია – ჩვენ ამ ტესტირების ფაზიდან პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ – [ციფრული ლარი] შეიძლება აღარც დაინერგოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვარლამ ებანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემის ირგვლივ ტექნიკურ ცოდნას და გამოცდილებას უკვე კერძო სექტორის მიერ გამოშვებული ციფრული ტოკენიზირებული ფულების ექსპერიმენტების თვალსაზრისით იყენებენ.
„ციფრული ლარის ტესტირება შეზღუდულ გარემოში დასრულებულია. ჩვენ ამ ტესტირების ფაზიდან პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ. ახლა ზოგადი სენტიმენტი მთელ მსოფლიოში ციფრული ვალუტების მიმართ შედარებით შენელებულია და ამ გამოცდილებას ახლა კერძო სექტორის მიმართულებით ვიყენებთ. ჩვენს რეგულირების ლაბორატორიაში გამოვაცხადეთ ტარგეტული სენდბოქსი ტოკენიზირებულ დეპოზიტებზე. ამ ტექნიკურ ცოდნას და გამოცდილებას უკვე კერძო სექტორის მიერ გამოშვებული ციფრული ტოკენიზირებული ფულების ექსპერიმენტების თვალსაზრისით ვიყენებთ”, – განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.
კითხვაზე, გადაიფიქრეს თუ არა, ციფრული ლარის ქვეყანაში დანერგვა, ებანოიძემ განაცხადა, რომ მათი მიზანი ტექნოლოგიების დატესტვა იყო.
„ჩვენი მიზანი იყო დაგვეტესტა ისეთები ტექნოლოგიები, როგორიცაა გონიერი კონტრაქტები – საბოლოო გადაწყვეტილება არასდროს არ იყო მიღებული იმის შესახებ, რომ ციფრული ლარი დანერგილიყო. საქართველოს კანონმდებლობა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ საგადასახადო საშუალებას აღიარებს… მიზანი იყო მაქსიმალურად მწირი რესურსებით თვითონ ტექნოლოგიის შესახებ მიგვეღო შესაბამისი ცოდნა. [ციფრული ლარი] შეიძლება აღარც დაინერგოს”, – განაცხადა ებანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას