ტერორისტთან საელჩოს მიმოწერა არანაირი ყოველდღიური დიპლომატიური საქმიანობა არ არის – მართლა შტერები ვგონივართ, მე მგონი, ამათ ქართველები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ და ღირებულებები, ფასეულობები აღმოჩნდა შირმა.
„უბრალოდ გამაოგნებელია, როდესაც ევროკავშირის საელჩო ტერორისტს წერს წერილს. ამას ვენის კონვენცია სჭირდება თუ უბრალოდ, ადამიანობა სჭირდება, რომ ტერორისტთან არ იყო სალონურ მიმოწერაში?! გუშინ ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განმარტება, რომ თითქოს, ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, რომ ფოსტა მისდით საქართველოს მოქალაქეებიდან და საელჩოს თანამშრომლები სხედან და მათ პასუხებს სწერენ მიმდინარე საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე. მართლა შტერები ვგონივართ, მე მგონი, ამათ ქართველები. კიდევ ერთხელ, ტერორისტთან მიმოწერა, არანაირი ყოფითი, ყოველდღიური დიპლომატიური საქმიანობა არ არის. თვითონ ფაქტი არის სკანდალი, მაგრამ მეორე არის კიდევ წერილის შინაარსი. აქციებზე ძალადობის გამო მსჯავრდებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ და ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს არ არის მხარდაჭერა?! ვის ატყუებენ?!“ – განაცხადა პაპუაშვილმა.




