ადვოკატის ინფორმაციით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მეგობრებო, აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დაკავებული აღმოჩნდა. საპატრულო პოლიციამ ორჯერ არ დაგვიდასტურა დაკავების ფაქტი და მხოლოდ ახლა გვაცნობეს.
ოჯახის წევრების მიერ გაზიარებული შიშები და მოსაზრებები უფრო უარესზე, კიდევ კარგი, არ გამართლდა.
ხვალ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ და გაცნობებთ.
ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანის დაკავება გიხარია“, – წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას