ანა წითლიძე: მთელი ამ ხნის განმავლობაში შინაპატიმრობაში ჰყავდათ და მისი აღიარებითი ჩვენება მუქარას უკავშრდება

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” ექს-პრემიერი, “მთელი ამ ხნის განმავლობაში შინაპატიმრობაში ჰყავდათ და მისი აღიარებითი ჩვენება მუქარას უკავშრდება”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის რაც ახლა ღარიბაშვილის თავს ხდება “ს რეკეტია”.

რეალურად რაც ახლა ღარიბაშვილის თავს ხდება ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც კორუფციასთან ბრძოლასთან და არც სამართალთან, ეს არის ჩვეულებრივად ბიძინას რეკეტი. დიდი ალბათობით, ჩვენ ვსაუბრობდით ამაზე, რომ მას სთხოვდა უკან, მის შავ ყულაბაში ფულის მოტანას, რაზეც ღარიბაშვილი არ თახმდებოდა. ის ამბობდა, რომ მხოლოდ ნაწილს მიიტანდა იმიტომ, რომ დანარჩენის შესაძლებლობა მას არ ჰქონდა. 

რასაც ახლა ვუყურებთ არის ის, რომ მას როგორც ჩანს, რომ საბოლოოდ მისულიყო იმ შეთანხმებამდე რომ ეს მოპარული ფული ახლა მიიტანოს ბიძინა ივანიშვილის შავ ყულაბაში. 

ღარიბაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰყავდათ შინაპატიმრობაში და მისი ეს აღიარებითი ჩვენება ასევე, დარწმუნებული ვარ, იმასაც უკავშირდება, რომ მას ემუქრებოდნენ,” – განაცხადა ანა წითლიძემ. 

ცოტა ხნის წინ, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა გამოიკითხა. მან აღიარა, რომ უკანონო შემოსავლებს იღებდა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.