ალექსანდრე თამაზაშვილი – უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას – ირაკლი ღარიბაშვილს არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი

უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს ცოლის ძმა, “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.
„დრო ყველაფერს აჩვენებს….
ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…“, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.