ღარიბაშვილის ცოლის ძმა: უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია, დაველოდოთ გამოძიებას

ექსპრემიერი ს ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი ფეისბუკზე მოკლე განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დაელოდოს გამოძიების შედეგებს.
„უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს“, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი. ის არის ს მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ძმა.
„ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს“, – წერს იგი.
სუს-მა დღეს საღამოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი „ფორმულასთან“ სატელეფონო ზარში ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით გამოკითხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ის სხვა კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ ღარიბაშვილისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.
ასევე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ოქროს ზოდები „მისი ოჯახიდან არ არის ამოღებული“.
სუს-ში განაცხადეს, რომ ღარიბაშვილმა დღეს გამოკითხვაზე „სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“.
ფეისბუკზე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ღარიბაშვილი უწყებას. ის არ დაუკავებიათ.
სუს-ი აცხადებს, რომ მომდევნო „დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე“.
ფორუმი