ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი:
ანუ რა ხდება, ღარიბაშვილი მივიდა სუს-ში და უთხრა გამომძიებლებს, კი, ვიპარავდი მთელი ეს წლები ფულსო, თანამდებობას ბოროტად ვიყენებდიო, უკანონოდ გავხდი მინიმუმ მილიონერიო და გამომძიებლებმა ძალიან დიდი მადლობა გულახდილობისთვის, წადი ახლა და დაგაწევთ პასუხს, რა სასჯელს დაგაკისრებთო, ან საერთოდ დაგაკისრებთ თუ არაო. ესაა სახელმწიფო? ესაა უსაფრთხოება? ანუ, ღარიბაშვილი არ იცით არის თუ არა დამნაშავე, სამაგიეროდ რუსთაველის გადამკეტავი უაპელაციოდ კრიმინალია?
ქოცებთან ლაპარაკს აზრი რომ არ აქვს, ეგ გასაგები და გავლილი ამბავია. აი, ხალხს, მოსახლეობას რა სენი შეგეყარათ, ეგ ვერ გამიგია.
ცნობისათვის, გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გაგნიძემ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.
როგორც გაგნიძემ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.