გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ღაზაში გახანგრძლივებული ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოწოდებით.
ოთხშაბათს გამართულ სესიაზე რეზოლუციის მიღებას მხარი თორმეტმა სახელმწიფომ დაუჭირა. სამმა ქვეყანამ – -მ, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა – თავი შეიკავეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
რეზოლუცია მოუწოდებს “გადაუდებელ და გაფართოებულ ჰუმანიტარულ პაუზებს და დერეფნებს მთელ ღაზის სექტორში საკმარისი რაოდენობის დღეებით, რათა მოხდეს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, სრული, სწრაფი, უსაფრთხო, და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოებისა და მათი განმახორციელებელი პარტნიორებისთვის”.
ს ელჩი გაეროში, გილად ერდანი ამბობს, რომ რეზოლუცია “რეალობისგან მოწყვეტილია და უაზროა”. მისი განცხადებით, ისრაელი “განაგრძობს მოქმედებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით” და აკრიტიკებს შუამდგომლობას იმის გამო, რომ არ ახსენა “ჰამასის” თავდასხმა ქვეყანაზე 7 ოქტომბერს.