კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა

„ბაიერთან“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩის 37-ე წუთზე გაძევებულმა პსჟ-ს მცველმა ილია ზაბარნიმ ტურნირის ისტორიაში ანტირეკორდი გაიმეორა, – იტყობინება Opta Sports-ის ტელეგრამ-არხი.
ის მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო და ორი პენალტი „აიკიდა“.
ფრანგმა ჟურნალისტმა რაფ ჩეიდერმა უკრაინელი გააკრიტიკა. „როგორ ფიქრობთ, მეორე თერთმეტმეტრიანისას უფრო მეტად დამნაშავე ვინ იყო? ჩემი აზრით, ჯერ შევალიე, შემდეგ კი, ცხადია, ზაბარნი. შევალიემ უნდა უკარნახოს პარტნიორებს და აკონტროლოს თავისი საჯარიმო. რაც შეეხება ზაბარნის, დაცვაში მისი თამაში კატასტროფული იყო“, – წერს ჩეიდერი „ტვიტერზე“.
კიდევ ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა პიერ მენესმა YouTube-ს ეთერში ზაბარნის ძვირი ტრანსფერის მიზანშეწონილობაში ეჭვი შეიტანა: „როგორც უკვე ვთქვი, თუ მის რეალურ დონეს შევაფასებთ, ვთვლი, რომ ილიაში აშკარად ზედმეტი გადაიხადეს“.
ზაბარნი პსჟ-მ „ბორნმუთისგან“ 63+3 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
“ვილიარეალთან” თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია” – გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
“არსენალის” და “ინტერის” დამაჯერებელი გამარჯვებები და “ნაპოლის” განადგურება პსვ-სთან
მიქაუტაძის 66 წუთი – “მანჩესტერ სიტიმ” “ვილიარეალი” უშანსოდ დაამარცხა
“მისით არ ვინტერესდებით” – “სპორტინგმა” საფონოვთან დაკავშირებული ჭორები უარყო
“თითქოს პირველად ესმოდათ უკრაინის შესახებ, ომზე, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ” – უკრაინელმა სამხედრომ პსჟ-ის სტადიონზე მომხდარი ინციდენტი მოჰყვა
კაპიტანი გუნდიდან მიდის? – მარკინიოსის 12-წლიანი პარიზული კარიერა დასასრულს უახლოვდება
ზაბარნის ტრანსფერმა სიტუაცია შეცვალა – კაპიტანი გუნდის დატოვებაზე
[PHOTO] ზაბარნის მეუღლე მისი ქმრის “ბარსელონასთან” მატჩში ცარიელი კარიდან გამოტანილ ბურთს გამოეხმაურა
“ზაბარნის ყველაფერში დავეხმარები” – მარკინიოსმა უკრაინელ მცველს თანადგომა აღუთქვა