რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩატარდა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
პუტინმა წვრთნებში მონაწილეობა კრემლის სიტუაციური ოთახიდან ვიდეოკავშირის მეშვეობით მიიღო.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით ჩატარდა სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები, მასში შემავალი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ნაწილების მონაწილეობით. ყველა დავალება შესრულდა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის ცნობით, წვრთნების დროს რუსეთის ბირთვულმა ძალებმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები და ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.
