„თოდუას კლინიკა“ სისხლის დონაციის ყოველწლიურ კამპანიას უერთდება

სისხლის დონაცია — ხშირად ადამიანების გადასარჩენად სასიცოცხლო მნიშვნელობის ქმედებაა, რომლითაც თითოეულ დონორს გარკვეულ შემთხვევებში გადარჩენის შანსი შეუძლია სამ ადამიანსაც კი აჩუქოს.
ტრადიციულად, თოდუას კლინიკის ცენტრალური ფილიალი წელსაც უერთდება სისხლის დონაციის ყოველწლიურ კამპანიას. ინიციატივაში აქტიურად მონაწილეობენ როგორც ადმინისტრაციის, ისე სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები.
„თოდუას კლინიკისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მკურნალობას არ გულისხმობს — ის პრევენციული დიაგნოსტიკის, ჯანმრთელი ცხოვრების წესის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასაც მოიცავს.“ კლინიკის ექიმები აქტიურად არიან ჩართულები როგორც ინფორმირების, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის პროცესში, რადგან გვჯერა თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადარჩენის საერთო საქმეში“, – ნიკოლოზ ქაჩიბაია, თოდუას კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი.
დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს განსაზღვრულ სამედიცინო კრიტერიუმებს. პროცესი უსაფრთხოა — მას წინ უძღვის მარტივი და სწრაფი სამედიცინო შემოწმება, რომელიც უზრუნველჰყოფს როგორც დონორის, ისე მიმღების უსაფრთხოებას.
„სისხლის დონაცია არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ადამიანური ერთიანობის აქტია,“ — აღნიშნავს თოდუას კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვასილ ხაჩიაშვილი „ხშირად ერთი პატარა ნაბიჯი — ერთი გაღებული წვეთი სისხლი — შეიძლება პაციენტის სიცოცხლისთვის გადამწყვეტი გახდეს.
თოდუას კლინიკა მადლობას უხდის ყველა თანამშრომელსა და მოქალაქეს ვინც უერთდება კამპანიას და მონაწილეობს ამ მნიშვნელოვანი საქმეში.