უნგრეთი „ომის მომხრე პოლიტიკურ ელიტას” ადანაშაულებს ტრამპი-პუტინის სამიტის ჩაშლის მცდელობაში

უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და ს პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის ბუდაპეშტის სამიტისთვის მზადება გრძელდება.
„სიიარტო ვაშინგტონშია. სამშვიდობო სამიტისთვის მზადება გრძელდება. თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის. როცა დრო მოვა, ორგანიზებული იქნება“, – ამ შინაარსის ტექსტი დღეს, 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე.
ორბანს არ დაუკონკრეტებია, რომელ „სამშვიდობო სამიტზე“ ლაპარაკობს, თუმცა ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაცხადა, რომ ერთმანეთს უახლოეს ხანში ბუდაპეშტში შეხვდებიან, ორბანმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ -რუსეთის სამშვიდობო სამიტის მზადება მიმდინარეობს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო 22 სექტემბერს ვაშინგტონში გეგმავს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრას.
გასულ ღამით, მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ტრამპს და პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრისთვის მზადება და სამიტი უახლოეს ხანში არ იგეგემება, სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბუდაპეშტში სამშვიდობო სამიტის გამოცხადების მომენტიდან აშკარა იყო, რომ მის ჩაშლას ბევრი შეეცდებოდა, „ომის მომხრე პოლიტიკური ელიტა და მისი მედია ყოველთვის ასე იქცევიან იმ მოვლენის წინ, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ომსა და მშვიდობას შორის, მაგრამ ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარად იქნება“.
სიიარტოს ეს პოსტი გააზიარა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალურმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა, რომელიც კრემლის მხრიდან ჩართულია აშშ-ის ოფიციალურ პირებთან კონტაქტებში და დაწერა, რომ სამიტისთვის მზადება გრძელდება.
21 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად დაადასტურა მედიით გავრცელებული ცნობები, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას უახლოეს ხანში არ აპირებს.
ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ სურს უსარგებლო შეხვედრის გამართვა და დროის ფუჭად დაკარგვა და გადაწყვეტილებას მომდევნო ორ დღეში აცნობებენ.
დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტრამპის და პუტინის შეხვედრისთვის მზადება მას შემდეგ შეაჩერა, რაც რუსეთმა კვლავ უარი თქვა პოზიციის შეცვლასა და ში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინადადებაზე.
სააგენტო Reuters-ის სამი წყაროს, მათ შორის ორი ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოს რუსეთმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა არაოფიციალური დოკუმენტი ში კონფლიქტის მოგვარების შესახებ. რუსეთი ისევ მოითხოვს უკრაინის მიერ დონბასის სრულად დათმობას და არაფერს ამბობს ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვის შესაძლებლობაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 22 ოქტომბერს არ დაადასტურა, რომ რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა არაოფიციალური დოკუმენტები გაცვალეს.
წინა დღეს, 21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არა „პრობლემის არსის მოგვარება“ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „უკრაინის უზარმაზარი ნაწილი ნეონაცისტების ხელმძღვანელობის ქვეშ დარჩება“.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძულიც.