საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას ულოცავს. „ეს აღიარება პატივს მიაგებს როგორც მის ხმას, ასევე თავისუფალი და ღირსეული საქართველოს სულს, ქვეყნის, რომელსაც ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ „ეს ჯილდო არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სიმართლის ხმას ვერასოდეს ჩაახშობენ!“
„ვულოცავ მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზის მინიჭებას, ეს გამარჯვება საერთაშორისო აღიარებაა არა მხოლოდ მისი პირადი სიმამაცისა და თავდადებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისათვის, რომელიც მშვიდობიან ბრძოლას განაგრძობს თავისუფლებისა და ღირსებისთვის, რადგან პროტესტი და სოლიდარობა ერთადერთი სწორი გზაა რეჟიმის დასამარცხებლად!
ეს ჯილდო არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სიმართლის ხმას ვერასოდეს ჩაახშობენ!” – წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქზე”.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი – 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.
