სერგეი რიაბკოვი – სა და ს შეხვედრისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ვერ ვხედავ

ვერ ხედავს მნიშვნელოვან დაბრკოლებებს სა და -ის პრეზიდენტების, სა და ს შეხვედრისთვის, თუმცა პროცესი მარტივი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ვერ ვხედავ რაიმე მნიშვნელოვან დაბრკოლებებს. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ანკორიჯში პრეზიდენტების მიერ განსაზღვრული პარამეტრები, ეს ჩარჩოები, კონკრეტული დეტალებით იყოს დაზუსტებული. ეს რთული პროცესია, უნდა ვაღიაროთ. მაგრამ დიპლომატები სწორედ ამისთვის არიან, რომ ამ საკითხებზე იმუშაონ“, – განუცხადა რიაბკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს მზადებას რუსეთისა და -ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შესაძლო სამიტისთვის, თუმცა მიაჩნია, რომ ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, მის შინაარსზე უნდა იყოს გამახვილებული.
„ვამბობთ, რომ სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს. მას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. მიგვაჩნია, რომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ შინაარსობრივ მხარეზე და ვიმუშაოთ ამაზე. საკითხები გრაფიკებთან, ფორმატებთან და ნაბიჯების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით, ძირითადად, შინაარსობრივი მხარიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას“, – განმარტა რიაბკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – მე რა ვიცი, რომ ჩემი IP არ გატეხეს და თვითონ არ რეკავდნენ? ბურჭულაძესა და ზოდელავასთან ახლობლობა და ნათესაობა კი არ უარგვიყვია, ადამიანები ერთმანეთს ვურეკავთ, მაგრამ ბაჩოს აქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს

ირაკლი კობახიძე: დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი – კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს