ანტონიო კოშტას ინფორმაციით, ხვალ, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტს დაესწრება

ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტს დაესწრება, – ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მოხარული ვარ, რომ ხვალ ევროპული საბჭოს სამიტზე პრეზიდენტ ზელენსკის ვუმასპინძლებ. განვიხილავთ, თუ როგორ გავაგრძელოთ ს აგრესიის წინაშე უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენი ერთგულება მყარია. კურსი ნათელია. მშვიდობის მიღწევის მიზნით რუსეთზე ზეწოლის გაზრდასა და უკრაინის გაძლიერებას გავაგრძელებთ“, – წერს ანტონიო კოშტა X-ზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ხვალ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც უკრაინისა და ევროპული თავდაცვის საკითხებს განიხილავენ.