მე არ მეშინია ამ რეჟიმის და მათი შემზღუდავი მაიმუნობების და ამბობენ, თითქოს [პოლიციასთან] ვითანამშრომლე, – ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
„ეს რაღაც განწირული ფაფხურია, მათ უნდათ რაღაც შეთხზან, ამისთვის 24 საათი დასჭირდათ. საბოლოოდ გამოჩნდნენ, რომ ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ არიან ფარჩაკები. მე არ მეშინია ამ რეჟიმის და მათი შემზღუდავი მაიმუნობების და ამბობენ, თითქოს [პოლიციასთან] ვითანამშრომლე – რანაირად ვითანამშრომელე? ვამბობ, რომ არ ვაღიარებ მათ, როგორც ლეგიტიმურ ორგანოს, არ ვაღიარებ დანაშაულს. მე აღვწერე ფაქტი, რომ ეს გავაკეთე და ვუთხარი, ზუსტად ისე მინდა მომექცეთ, როგორც ჩემს თანამებრძოლებს. სადმე ლოგიკა თუ არსებობს, რომ ეს თანამშრომლობაა, მობრძანდნენ და ვისაუბროთ. საბოლოოდ გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა ერთი ვიღაცის დავალებას ასრულებენ, ამიტომ არიან ფარჩაკები. როცა შემობრძანდა ე.წ. მოსამართლე, ფეხზე არ ავდექი, ამასაც ჰქონდა მოტივი, რადგან მათ მოტივს არ ვცემ. როგორ უნდა ვცე პატივი ამ სასამართლოს ანარეკლს, რომელიც ვიღაც რუსეთის შნირის დავალებებს ასრულებს? ფარჩაკები ხართ მეგობრებო, მეგობრებიც არ ხართ, რეჟიმის მესვეურებს მივმართავ, განსაკუთრებით კობახიძეს მივმართავ, სუპერფარჩაკი ხარ და მინდა გითხრა, ძალიან არ გიხდება ღიმილი“, – განაცხადა თავართქილაძემ.
ცნობისთვის, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელსაც შსს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ცაგარეიშვილმა რეჟისორს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.
