ლოგისტიკური კომპანია „კარგო პოლო“ საქართველოში გაფართოებას აგრძელებს. კომპანიამ ახალი ოფისი ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის #121-ში გაიხსნა. დაინტერესებულ ავტოდილერებს თბილისის გარდა, ახლა უკვე დასავლეთ საქართველოშიც შეუძლიათ ეწვიონ ლოგისტიკურ პარტნიორს.
„2 წლის წინ კარგო პოლო პირველად გამოჩნდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების იმპორტის სფეროში გარკვეულმა გლობალურმა პრობლემებმა იჩინა თავი, საქართველოს ბაზარი განსაკუთრებულად საინტერესოა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამაზე ჩვენი მზარდი პორტფელი და პოზიტიური გამოცდილებაც მეტყველებს. გვიხარია, რომ ახლა უკვე ბათუმიც უმასპინძლებს ავტოდილერებს და გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორ დილერებთან ერთად საქართველოს ავტოინდუსტრიის ჰაბს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.” – ვახტანგ ჭაბაშვილი, კარგო პოლოს რეგიონული დირექტორი
CARGO POLO აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში იოპერირებს და დილერებს ემსახურება აშშ-დან ავტომობილებისა და სხვა მძიმე და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისა და ტრანსპორტირების სერვისების სრული სპექტრით.
კომპანია დაფუძნებულია საერთაშორისო ლოგისტიკურ ბაზარზე 20 წლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორების მიერ და გამორჩეულია ინფრასტრუქტურული რესურსებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
ასეთია იმ სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც კარგო პოლო პარტნიორ დილერებს სთავაზობს.
· წვდომა აუქციონების პლატფორმებზე
· სახმელეთო გადაზიდვა აშშ-ში
· სასაწყობე და საკონტეინერო სერვისები
· ტვირთის დაზღვევა
· პირადი ანგარიში კარგო პოლოს პლატფორმაზე
· ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი (ნებისმიერ საოპერაციო საკითხში)
· საბროკერო და საექსპედიტორო მომსახურება
· დამატებითი სერვისები როგორებიცაა: ავტომობილის შეფუთვა, შუშების დაფარვა, მანქანის ნესტსაწინააღმდეგოდ აღჭურვა, დამატებითი ფოტო/ვიდეომასალა; ავტომობილის დაშლა/დაჭრა; VIP მომსახურება და ა.შ.
საქართველოში ავტომობილების ტრანსპორტიორი კომპანიების უმეტესობა მუშაობს როგორც სადილერო, ისე საცალო სეგმენტზე. ამ ფონზე კი კარგო პოლო ირჩევს ნიშურ როლს – პარტნიორებად აირჩიოს მხოლოდ ავტოდილერები და კონცენტირდეს სფეროში მცირე ბიზნესების გაძლიერებაზე.
კარგო პოლოს პარტნიორებს შესაძლებლობა აქვთ მანქანები შეიძინონ თითქმის ყველა პლატორმიდან ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. შესყიდვების პროცესის გამარტივებისთვის, კომპანიამ შექმნა ფინანსური მხარდაჭერის სისტემა, რაც ავტოდილერებს მათზე მორგებული ფინანსური ალოკაციის საშუალებას აძლევს. დაკვეთილი ავტომობილების შესყიდვისთვანავე იწყება ტვირთვის ტრანსპორტირების პროცესი, რომელიც მრავალეტაპიან ლოჯისტიკურ სქემასთანაა დაკავშირებული. ეს პროცესი კი 3 ძირითადი პრინციპის ქვეშ არსებული გაიდლაინებით ხორციელდება.
· ტრანსპორტირების უსაფრთხოება
· გადაზიდვის სისწრაფე
· სტანდარტული პროცესების მაქსიმალური პერსონალიზაცია თითოული ავტოდილერის საჭიროებებზე.
2023 წელს კარგო პოლომ მოხმარებაში ჩაუშვა განახლებული ვებსაიტი, რომელიც დილერებს განსაკუთრებულად მოქნილ და კომფორტულ ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს. სისტემაში მომხმარებელი სრულფასოვნად აკონტროლებს ყველა ლოგისტიკურ, ფინანსურ და საოპერაციო პროცესს ავტომობილების შესახებ. გარდა ამისა cargopolo.com-ზე ავტოდილერებს დახვდებათ ინოვაციური ტექნიკური ინსტრუმენტები, რომლებიც მათს სამუშაო პროცესებსა და საცალო მომხმარებელთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაამარტივებს.
(R)
