მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას ვულოცავ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.
„ეს აღიარება პატივს მიაგებს როგორც მის ხმას, ასევე თავისუფალი და ღირსეული საქართველოს სულს, ქვეყნის, რომელსაც ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი – 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.
