ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში იემენიდან გასროლილი რაკეტა ჩამოაგდეს

-ის მოიერიშე თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც -ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რაკეტა, რომელიც ამერიკულმა მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო, წითელ ზღვაში მოძრავი USS Laboon-ის მიმართულებით გაისროლეს. დაშავებულების ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს, რაც იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა