უკრაინელებმა რუსების „ა-50“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და „ილ-22“ -დააზიანეს

უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული „ა-50“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და „ილ-22“ ტიპის თვითმფრინავი დააზიანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ხალხის მსახურის“ წევრ დეპუტატზე, იური მისიაგინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ორ თვითმფრინავს, კერძოდ „ა-50“-სა და „ილ-22“ ბომბდამშენს, რომლებიც აზოვის ზღვის თავზე იმყოფებოდნენ“, – წერს სახალხო დეპუტატი.
უკრაინული მედია თავდაცვის ძალების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ა-50“ მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც კირილოვკას რაიონში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებოდა. „ილ-22მ1“ კი საბრძოლო მორიგეობაზე სტრელკოვის რაიონში იმყოფებოდა. დაზიანებულ თვითმფრინავს ანაპაში დაშვება სურდა, პილოტმა ევაკუაცია მოითხოვა, ასევე ექიმები და მეხანძრეები გამოიძახა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ