ვიქტორ ორბანი – ბუდაპეშტში სა და ს შეხვედრისთვის მზადება კვლავ გრძელდება

ბუდაპეშტში სა და ს შეხვედრისთვის მზადება კვლავ გრძელდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო ვაშინგტონშია. სამშვიდობო სამიტისთვის მზადება გრძელდება. თარიღი ჯერ კიდევ დაუდგენელია. როდესაც დრო დადგება, სამიტს ჩავატარებთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას უნგრეთში გამართავდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, -ისა და ს პრეზიდენტებს შორის „უახლოეს მომავალში“ შეხვედრა არ იგეგმება.
ამასთან, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო ორი დღის განმავლობაში მიიღებს.
„არ მინდა უსარგებლო შეხვედრა. არ მინდა დროის ფუჭად კარგვა. ამიტომ, ვნახავ, რა მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – მე რა ვიცი, რომ ჩემი IP არ გატეხეს და თვითონ არ რეკავდნენ? ბურჭულაძესა და ზოდელავასთან ახლობლობა და ნათესაობა კი არ უარგვიყვია, ადამიანები ერთმანეთს ვურეკავთ, მაგრამ ბაჩოს აქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს

ირაკლი კობახიძე: დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი – კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს