„ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ ღაზაში გარდაცვლილი ორი მძევლის ცხედარი გადასცა

„ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ ღაზაში გარდაცვლილი ორი მძევლის ცხედარი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ს პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ისრაელში ცხედრებს სამხედრო ცერემონიით დახვდებიან, რის შემდეგაც მათ იდენტიფიკაციისთვის თელ ავივის სასამართლო მედიცინის ეროვნული ინსტიტუტში გადაასვენებენ.
ცნობისთვის, მანამდე „ჰამასის“ ლიდერმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ დაჯგუფება მზადაა, ისრაელს დარჩენილი მძევლების ცხედრები გადასცეს, თუმცა ამისთვის მათ მეტი დრო და მძიმე ტექნიკა დასჭირდებათ. მისივე თქმით, ზოგიერთი ცხედარი მიწის ან ნანგრევების ქვეშაა.