26 წლის თავდამსხმელი გიორგი მელქაძე უკმაყოფილო იყო რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ “სოჭში” სათამაშო დროის სიმცირით და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
“მადლობა ყველაფრისათვის”, – დაემშვიდობა “სოჭი” მელქაძეს.
მელქაძე მოსკოვშია დაბადებული, თამაშობდა „სპარტაკში“, „ტოსნოში“, „ტამბოვში“, „ახმატში“ და „სოჭში“. ის რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 8 მატჩში საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
2023 წლის სექტემბერში მელქაძემ “სპორტ-ექსპრესს” განუცხადა, რომ გუნდის დატოვებას არ გამორიცხავდა და ახლა ცნობილი გახდა, სად გააგრძელებს კარიერას – Georgian Footy-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ გიორგი ხელშეკრულებას
ბათუმის “დინამოსთან” გააფორმებს.
ადრე მელქაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი ჰქონდა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მოქალქეობის გამოცვლას არ აპირებდა.