კიევსა და ზაპოროჟიეში გაიზარდა დაღუპულებისა და დაშავებულების რიცხვი

უკრაინის დედაქალაქ კიევზე ს ჯარების მასირებული შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია დღეს, დილის ცხრა საათისთვის ტელეგრამით გაავრცელა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მანამდე დადასტურებული იყო ერთის სიკვდილი.
კლიჩკოს ცნობითვე, ჰოსპიტალიზებულია 5 დაშავებული, მათ შორის ორი წლის ბავშვი.
ს ჯარებმა ზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე რაკეტებით და დრონებით შეტევა გასული ღამიდან დაიწყეს. ს რამდენიმე რაიონში ხანძრები გაჩნდა მრავალბინიან სახლებში. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების და საერთო საცხოვრებლის შენობებიც.
13-მდე გაიზარდა რუსული დრონებით შეტევის შედეგად ზაპოროჟიეში დაშავებულთა რიცხვი. ამის შესახებ დილით განაცხადა საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა. გამთენიისას ცნობილი იყო 5 დაშავებულის შესახებ. ზაპოროჟიეში ხანძრები გაჩნდა ერთ მრავალბინიან და რამდენიმე კერძო სახლში.
აფეთქებები იყო ოდესის ოლქის საპორტო ქალაქ იზმაილშიც. ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ 22 ოქტომბერს, დილით განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე.
კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია დედაქალაქ კიევში და ს და დნეპროპეტროვსკის ოლქებშიც.
რუსეთს ში სამოქალაქო ობიექტებზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აქვეყნებს ხოლმე სტანდარტულ ტექსტს, რომ სამიზნე იყო სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ან დარტყმა განხორციელდა „კიევის რეჟიმის ტერაქტების პასუხად”. რუსეთი ასე მოიხსენიებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ენერგოობიექტებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ