აფრიკის თასის პირველ ტურში ნიგერიის ნაკრები A ჯგუფში ეკვატორულ გვინეას დაუზავდა – 1:1.
ეკვატორული გვინეა 36-ე წუთზე ესპანური „ფუენლაბრადას“ თავდამსხმელმა იბან სალვადორმა დააწინაურა, ანგარიში კი 38-ე წუთზე „ნაპოლის“ ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა გაათანაბრა.
18 იანვარს ნიგერია კოტ-დ’იუვარს შეხვდება, რომელმაც დღეს გვინეა-ბისაუს 2:0 სძლია.