პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, სიკორსკი წინდაწინ მუქარას არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა, რასაც ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო

პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, სიკორსკი წინდაწინ მუქარას არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა, რასაც ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო
სიკორსკი უნგრეთს საყვედურობს, პუტინს რატომ მასპინძლობო, თითქოს არ იცოდეს, რომ უნგრეთში შეხვედრა ჩვენი კოლმეურნეობის იმ თავმჯდომარემ გადაწყვიტა, მანამდე პუტინს წითელი ხალიჩით რომ დახვდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, ისტორია იმ ამბავსაც ინახავს, როცა ს მიერ საქართველოს ოკუპაციიდან ორი წელიც არ იყო გასული და ევროპის ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის სამხედროები გმირულად მარშირებდნენ პუტინის წინ წითელ მოედანზე.
„პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას ნამდვილად არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა – რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო! კიდევ უფრო გულის ამაჩუყებელი ის არის, სიკორსკი უნგრეთს რომ საყვედურობს, პუტინს რატომ მასპინძლობო?! თითქოს არ იცოდეს, რომ უნგრეთში შეხვედრა ჩვენი კოლმეურნეობის იმ თავმჯდომარემ გადაწყვიტა, მანამდე პუტინს წითელი ხალიჩით რომ დახვდა! თუმცა უნგრეთის დამუნათება შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს და პუტინს უფრო მეტად რომ შეეშინდეს, კარგი იქნება, ევროპარლამენტარებმა, რაფერც იციან ხოლმე, კიდევ ერთხელ მოითხოვონ საქართველოს დასანქცირება – რაც ნამდვილად კარგად გამოსდით! ისტორია იმ ამბავსაც ინახავს, როცა ს მიერ საქართველოს ოკუპაციიდან ორი წელიც არ იყო გასული და ევროპის ქვეყნების და, მათ შორის, პოლონეთის სამხედროები გმირულად მარშირებდნენ პუტინის წინ წითელ მოედანზე – სადაც, სხვათა შორის, მხოლოდ საქართველო არ იყო მიწვეული!“, – წერს .
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ არ გამორიცხა, რომ ს თვითმფრინავს უნგრეთში გამგზავრების დროს იძულებით დაშვება მოსთხოვონ, თუ ის პოლონეთის საჰაერო სივრცეს გადაკვეთს.
სიკორსკის თქმით, მათ არ აქვთ გარანტია, რომ პოლონეთის დამოუკიდებელი სასამართლო არ დაავალდებულებს პოლონეთის ხელისუფლებას, დააკავოს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან