ევროკავშირში ეთანოლის შემცველი ანტისეპტიკების აკრძალვაზე დაფიქრდნენ – FT

ევროკავშირში ეთანოლის შემცველი ანტისეპტიკების აკრძალვაზე დაფიქრდნენ – FT
ევროკავშირი განიხილავს ეთანოლის, როგორც საშიში ნივთიერების კლასიფიცირებას, რომელიც ზრდის კიბოს განვითარების რისკს. თუ ეს მოხდება, შესაძლოა, მისი გამოყენება აიკრძალოს ზოგიერთ ხელის სადეზინფექციო საშუალებაში და საწმენდ საშუალებებში, რომლებსაც საავადმყოფოებში იყენებენ – წერს Financial Times (FT).
გამოცემის მონაცემებით, ევროპის ქიმიკატების სააგენტოს ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის შიდა რეკომენდაციაში ეთანოლი აღწერილია, როგორც ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ზრდის ორსულობისა და კიბოს დროს გართულებების რისკს.
თუ სააგენტოს ექსპერტთა კომიტეტი დაასკვნის, რომ ეთანოლი კანცეროგენულია, რეკომენდებული იქნება ანტისეპტიკურ ფორმულირებებში ამ ნივთიერების ჩანაცვლება.
ამასთან ეთანოლის გამოყენება შეიძლება დამტკიცდეს, თუ ის უსაფრთხოდ ჩაითვლება ან თუ ალტერნატივა არ მოიძებნება.
ვრცლად rbc – ზე

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა