ისე შეიძლება 20-საც გადასცდე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ 10-ზე – „ასაკრძალ პარტიებზე“

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი აცხადებს, რომ პარტიის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო სარჩელში ისინი 10 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას განიხილავენ.
„გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში“, – განუცხადა კობახიძემ დღეს, 21 ოქტომბერს ჟურნალისტებს.
კობახიძემ გაიმეორე სადავო პარლამენტის თავმჯდომარის, ს სიტყვები, რომ სარჩელი – რომელიც, მედიის ცნობით, უკვე უნდა დარეგისტრირებულიყო – მიმდინარე კვირის ბოლომდე შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
მისი თქმით, სარჩელის შეტანის გადადების საფუძველი „ბევრი ტექნიკური სამუშაო“ იყო.
მან დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ შეუძლია, ჩამოთვალოს „ასაკრძალი“ პარტიები, თქვა, რომ საზოგადოება ამას კვირის ბოლოს გაიგებს, შემდეგ კი განაცხადა:
„ისე, შეიძლება 20-საც გადასცდე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ 10-მდე პარტიაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე არ დააზუსტა, მოხვდება თუ არა ამ სიაში ექსპრემიერი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
· პარტია, „ლელო/ძლიერ საქართველოსთან“ ერთად მიიღო მონაწილეობა 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში;
· 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თითქმის ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, გახარიას პარტიამ მიიღო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება.
კითხვაზე, ასაკრძალ პარტიებს/პოლიტიკოსებს შორის იქნება თუ არა გახარიას პარტია, კობახიძემ განაცხადა:
„კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მე არ გავუსწრებ მოვლენებს, ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი“.
„ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, აკრძალული პარტიის წევრებსა თუ მათთან დაკავშირებულ ადამიანებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას სამუდამოდ ჩამოართმევენ.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია გეგმავს, სარჩელს საფუძვლად დაუდოს სადავო პარლამენტში მის მიერვე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.
„ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა „ასაკრძალი“ ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი „თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან“.