Dunkin',Wendy's®️ და SUBWAY®️ საქართველოში ციფრულ ტრანსფორმაციას აპლიკაციის განახლებით განაგრძობენ

Dunkin', Wendy's®️, და SUBWAY®️ საქართველოში ციფრულ ტრანსფორმიას განაგრძობენ და მომხმარებლებს უნიკალურ აპლიკაციას სთავაზობენ, სადაც სამივე ლეგენდარული ამერიკული ბრენდის უგემრიელესი მენიუს შეძენა ერთ პლატფორმაზე, ახლა უკვე ყველაზე ინოვაციური ფორმით შეუძლიათ.
როგორც Dunkin', Wendy's®️, და SUBWAY®️-ის ციფრული განვითარების ხელმძღვანელი დავით გუგავა აღნიშნავს, „აპლიკაციის UX/UI სისტემა მომხმარებლისთვის ინტუიციურ, მიმზიდველ და მარტივად გამოსაყენებელ ციფრულ გარემოს ქმნის. -გენერირებული პერსონიფიცირებულიშეთავაზებები, ხარისხის კონტროლისა და მომხმარებლის გამოცდილების კვლევის შესაძლებლობა, პროაქტიური ტექნიკური მხარდაჭერა (24/7/365 + SLA), გემიფიცირებულილოიალობის სტატუსის ცვლილება, გათამაშებებისა და მარტივი თამაშების მოდული, მონაცემთა ანალიზისა და ფინანსური მოდელირების უახლესი ტექნოლოგია გლობალურ ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებასთან ერთად, განახლებულაპლიკაციას სრულად უნიკალურსა და ინოვაციურს ხდის მომხმარებლისთვის.“
Dunkin', Wendy's®️, და SUBWAY®️-ის აპლიკაცია საქართველოს ბაზარზე 2022 წლიდან არის ხელმისაწვდომი. განახლებულ აპლიკაციაში მუდმივი აქციები და ფასდაკლებები ლოიალობისთვის ბევრად მეტ სარგებელს სთავაზობს, მენიუს წინასწარი შეკვეთა კი, რიგების თავიდან აცილების შესაძლებლობაა და საყვარელ თავშეყრის ადგილებში სტუმრობას კიდევ უფროკომფორტულს ხდის. დაგროვებული ბონუს ქულებისგემრიელ საჩუქრებში გადაცვლა მომხმარებლების ლოიალობისთვის დამატებითი სტიმულია. Dunkin', Wendy's®️, და SUBWAY®️-ის აპლიკაცია „ვისოლის“ ლოიალობის სისტემასთანაცაა ინტეგრირებული და უნიკალურ სინერგიას ქმნის.
„ჩვენი მიზანია, მუდმივად ვნერგავდეთ ისეთ ინოვაციებს, რომლებიც მომხმარებელთა გამოცდილებას კიდევ უფრო აუმჯობესებს და თითოეული ბრენდის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის,“ — აღნიშნავს გივი გვეტაძე, Wendy's®, Dunkin'-ისა და SUBWAY®️-ის აღმასრულებელი დირექტორი. „ახლახანს საქართველოს Dunkin'-ი ევროპის #1 ფრანჩაიზად დასახელდა, Wendy's® გლობალურ ოჯახშიც გამოირჩევა საქართველოს Wendy's®-ი მიღწეული შედეგებით, SUBWAY®-ც სწორედ „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად დინამიურად ვითარდებასაქართველოში. შესაბამისად, ინოვაციური მიდგომები და უახლესი ტექნოლოგიებია, რაც დიდწილად განსაზღვრავს ლეგენდარული ბრენდების წარმატებასა და მათ მდგრად განვითარებას საქართველოს ბაზარზე. ახალი ციფრული ინიციატივებით, ჩვენ მომსახურების ახალ სტანდარტებს ვნერგავთ, რაც სამაგალითოა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური მასშტაბითაც.“
Dunkin', Wendy's®️, და SUBWAY®️-ის ციფრული პროდუქტები ამ ეტაპზე განახლებული აპლიკაციის გარდა, თვითმომსახურების კიოსკებს, მიწოდების სერვისის აპლიკაციებს, რესტორნებში განთავსებულ უახლესი ტექნოლოგიის ციფრულ მენიუბორდებსდა ტექნოლოგიებს მოიცავს, რაც საბოლოოდ მომხმარებლის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის და განვითარების ახალ შესაძლებლობებს სახავს.