2044 წლისთვის, მსოფლიოს ავიაკომპანიები დაახლოებით 46 500 ახალ თვითმფრინავს მიიღებენ, ამასთან მათი უმეტესობა წარმოებული იქნება ისეთი ინდუსტრიული გიგანტების მიერ, როგორიცაა Airbus და Boeing, – გამოთვალეს ავიაციის მონაცემთა ანალიზის პლატფორმის, Cirium-ის ექსპერტებმა.
ახალი თვითმფრინავების საერთო ღირებულება 3.4 ტრილიონი დოლარი იქნება.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Airbus-ი და Boeing-ი ყველა მიწოდების 85%-ს და მთლიანი ღირებულების 92%-ს შეადგენენ. დარჩენილი 15% სხვა მწარმოებლებს შორის, მათ შორის Embraer-სა და Comac-ზე გადანაწილდება.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე
